მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GM PHARMA-მ ესპანური ფარმაკომპანიის მედიკამენტის საქართველოში წარმოების ლიცენზია მოიპოვა

BM.GE
02.11.22 23:14
405
ქართულ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-სა და ევროპულ კომპანია (კომბინო ფარმას) შორის მნიშვნელოვანი კარდიოვასკულური მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ე.წ. (ნოუ ჰაუს) გადმოცემის ხელშეკრულება გაფორმდა. (კომბინო ფარმი) მსოფლიოში აღიარებულ ესპანურ ფარმაცევტულ კომპანია (მედიქემს) ეკუთვნის, რომელიც მყარი სამკურნალწამლო ფორმების შექმნასა და წარმოებაში სპეციალიზდება. "მედიქემი" წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში, საკუთარი ბრუნვის 10%-ს ხარჯავს ახალი მედიკამენტების კვლევასა და განვითარებაში, გააჩნია წარმოებისთვის საჭირო ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა, ფლობს რამდენიმე (არ ენ დი) ცენტრსა და ფარმაცევტულ საწარმოს ევროპაში. აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში GM PHARMA უფრო სწრაფად დანერგავს თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალურ კარდიოვასკულურ პრეპარატებს საქართველოსა და მის საექსპორტო ქვეყნებში, რაც ექიმებსა და პაციენტებს სიცოცხლისათვის საშიში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უკეთესად მართვის საშუალებას მისცემს. ამ ტიპის ტექნოლოგიური ტრანსფერისა და (ნოუ ჰაუს) გაზიარებით GM PHARMA გამოიყენებს (მედიქემის) ინოვაციური მედიკამენტების შექმნის წარმატებულ (არ ენ დი) ექსპერტიზას.

როგორც GM PHARMA-ს მთავარი საოპერაციო ოფიცერი ლევან ვარდუაშვილი აცხადებს, ევროპული კომპანიიდან ტექნოლოგიური ტრანსფერი და წარმოების ლიცენზიის მოპოვება უპრეცედენტოა არა მარტო ქართული, არამედ სამხრეთ კავკასიის ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის. ამ ტიპის ბიზნეს-თანამშრომლობა GM PHARMA-ს საშუალებას მისცემს დაარეგისტრიროს მის ფარმაცევტულ ქარხანაში წარმოებული მედიკამენტები ევროკავშირის ქვეყნებში, მოიპოვოს ევროპის კარგი საწარმოო პრაქტიკის სერტიფიკატი (EU GMP) და აქტიური ოპერირება დაიწყოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს მთავარი ფასეულობა საკუთარი მედიკამენტებით რაც შეიძლება მეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივებაა.