მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#GMP - ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროსგან სტანდარტის დასანერგად დროს ითხოვენ

BM.GE
28.07.20 18:30
1051
2022 წლიდან შესაძლოა ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა საქმიანობა შეაჩეროს. ეს ის იმ შემთხვევაში, თუ წარმოებები ჯი ემ პი-ს ევროპული სტანდარტის დანერგვას დათქმულ ვადებში ვერ შეძლებენ. როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში ამბობენ, ჯი ემ პი-ს ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის დანერგვა კომპანიებისთვის სოლიდურ ფინანსურ რესურს საჭიროებს, შესაბამისად 2022 წლიდან მოსალოდნელია, რომ მედიკამენტებზე ფასები მოიმატებს. დარგი ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტის დასანერგად დროის გადავადების თხოვნით მიმართავს. საკითხი რამდენჯერმე დაისვა ინვესტორთა საბჭოს ფორმატშიც.