მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში სასტუმრო Gori Inn იხსნება - რა პოტენციალი და გეგმები აქვს სასტუმროს?

BM.GE
19.07.22 11:22
2038
ქალაქ გორში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი Inn“-ი, თვე-ნახევარში გაიხსნება. როგორც bm.ge-ის „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა, ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 20 მლნ ლარია. მისივე ინფორმაციით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 116-ნომრიანი იქნება და ეს „Inn ჯგუფის“ რიგით მე-6 სასტუმროა საქართველოში, რომელიც გააერთიანებს დიდ აუზს, სპას, საუნას, მარანს, და სადეგუსტაციო ოთახს, სადაც დამსვენებლებს შეეძლებათ ქართლური, ანუ ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება. ასევე ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ბარი და რესტორანი. ხოლო კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიამ გორში ინვესტირება და ქსელის სწორედ ამ მიმართულებით გაფართოება, „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ გორს, როგორც ტურისტულ ადგილს, პოპულარიზაცია სჭირდება და ჯგუფი ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს.

სტუმარი: ერეკლე კოკაია - Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი;