მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვჭირდება თუ არა ვაქცინაციის დუბლირებული ვებპორტალები?

BM.GE
10.06.21 18:26
564
საქართველოს მთავრობა მომავალი თვიდან ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას აანონსებს. იმისთვის, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციის 60%-ს მივაღწიოთ, დღიურად 20-დან 25 ათასამდე ადამიანი უნდა აიცრას. ამ პროცესში ორი მთავარი გამოწვევა არსებობს, ერთი ქვეყანას საკმარისი ვაქცინა გააჩნდეს და მეორე გავზარდოთ იმ მოქალაქეთა ინფორმირების დონე, რომლებიც ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებენ. საქმის კურსი დაინტერესდა რა გაკეთდა ამ დრომდე ვაქცინაციის სიკეთის შესახებ მოქალაქეების ინფორმირებისთვის?