მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის გამოფენა ღვინის გარეშე - ფრანკფურტში გაჭედილი ქართული ღვინო

BM.GE
30.11.21 18:32
507
ღვინის საერთაშორისო გამოფენა 12 ქართველი ღვინის მარნით, მხოლოდ ღვინის გარეშე. ბერლინში, Raw Wine Berlin 2021 ჩატარდა, სადაც 20 ქვეყნის წარმომადგენელს შორის, მცირე მარნები საქარველოდანაც ჩავიდნენ, მაგრამ პროდუქტმა, რომელიც გამოფენის სტუმრებისთვის უნდა წარედგინათ გერმანიის საზღვარი დროულად ვერ გადალახა. გამოფენის ორგანიზებაში საქართველოდან ღვინის ეროვნული სააგენტო იყო ჩართული. უწყებაში bm.ge-ს განუცხადეს, რომ მათი მხრიდან ყველაფერი შესრულდა, თუმცა ტვირთი გერმანიის საბაჟოზე “მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო” შეფერხდა.