მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC საქართველოში

BM.GE
03.10.22 01:20
479
ღვინოებისთვის პირველ Forbes კვირას ეთერში საქართველოში გასამართ ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC)-ზე უნდა ვისაუბროთ. გაზაფხულის მიწურულს, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის.

პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. ჟიურიში სუპერავტორიტეტული ადამიანები არიან, ჩვენებურებიც და უცხოელებიც, მარტო ის რად ღირს, რომ ჟიურის თავმჯდომარე სარა ებოტია, და ჟირუის წევრები კი - მეგან კლარკი, მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია, და ასევე, ქართველი ექსპერტები არ დაგვავიყწდეს: გიორგი დაქიშვილი და ანა გოდაბრელიძე.

უფრო მეტს 13 ოქტომბერს გასამართ კონკურსის მნიშვნელობაზე, კომპეტენტურ ჟიურსა და ქართველი მეღვინეებისთვის გაჩენილ შესაძლებლობებზე ჩვენი სტუმრები, IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი, მარიამ გუჯაბიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე ისაუბრებენ.