მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზავნილები ბრიუსელიდან - მიხეილ მირზიაშვილი საქმის კურსში

BM.GE
07.09.22 14:35
235
გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების მე-7 საბჭოს სხდომა გაიმართა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და სტატუსის მისანიჭებლად გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების განხილვა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს. “ახლა დგას რეფორმების დაჩქარების მომენტი! დრო და ენერგია არ უნდა დაიკარგოს შიდა დაპირისპირებაზე, არამედ ერთად უნდა იმუშაოთ”, - ეს განცხადება კი ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ევროკომისმარმა აღნიშნა, რომ საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, საჭიროებს დროს და ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას, ყველას მხრიდან.“ ის საქართველოს რეკომენდაციას აძლევს აქცენტი ევროკომისიის 12 პრიორიტეტზე გააკეთოს. 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც ევროსაბჭოს დასკვნაშია გაწერილი. რას აკეთებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რას ამბობს ამაზე ის შეფასებები, რაც გუშინ ბრიუსელში გაკეთდა? 

სტუმარი: მიხეილ მირზიაშვილი - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე;