მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკათონი სილიკონ ველი თბილისში

BM.GE
17.10.19 11:01
1743
HP CUP საქართველოში გაიმართება და ყოველწლიური ჰაკათონი სტარტს სილიკონ ველი თბილისის სივრცეში აიღებს. HP თასის ყოველწლიური ჰაკათონის ჩატარების უფლება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მოიპოვა. ჰაკათონის საქართველოში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება კომპანია HP-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების რეგიონალურმა დირექტორმა ვერტიკალური ინდუსტრიული გადაწყვეტილებების მიმართულებით ჟან-მარკ ოლივიერომ და ხელმძღვანელმა მთავრობასთან ურთიერთობის საკითხებში მარკუს შვერცელმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მიიღეს.

ჰაკათონის თემა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ვიზუალური მონაცემების შექმნაა - 3D მოდელები და თამაშები, ანიმაცია, ინფოგრაფიკა, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ინტერაქტიუილი რუკები და სხვა გადაწყვეტილებები, რომელსაც მონაწილეები შექმნიან 2 დღის განმავლობაში. ჰაკათონში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 20 საუკეთესო გუნდს შეეძლება, რომლებიც საკუთარი იდეების დასამუშავებლად შეძლებენ გამოიყენონ სილიკონ ველი თბილისის HP LAB-ში არსებული ბოლო თაობის სამუშაო სადგურები HP Z8, Z4 და ვირტუალური რეალობის მოწყობილობები.
გამარჯვებულ გუნდს, რომელსაც ჟიური გამოავლენს HP-ს თასი და პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცემა. ჰაკათონის ოფიციალური გახსნა 14 ნოემბერს 10:00 საათზე გაიმართება.

სტუმრები: ნინო ენუქიძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი;
ლუკა ჩხეტიანი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი