26.ნოემბერი .2021 09:27

“ჰარი პოტერის” ფილმების ბიუჯეტი & შემოსავალი

უკან

20 წლის ბრიტანელი მწერლის, ჯოან როულინგის ბესტცელერზე გადაღებული ფენტეზის ჟანრის ფილმების პირველი სერია გამოჩნდა ეკრანებზე და პოპულარობას არც დღეს კარგავს.

ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლებს არც მკითხველის დეფიციტი აქვს და არც მაყურებლის. მსოფლიო მასშტაბით წიგნების 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, აქედან მიღებულმა თანხამ კი საერთო ჯამში 7.7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შემოსავლის მოცულობა არანაკლებ შთამბეჭდავია ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების შემთხვევაში. საერთო ჯამში „ჰარი პოტერის“ ფილმების შემოსავალი იმაზე მეტია ვიდრე მთელი საქართველოს თუნდაც მომავალი წლის ბიუჯეტია 2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით ამ დროისთვის განსაზღვრული.