მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hennessy X.O.-ს კულინარიული ოდისეა

BM.GE
07.10.19 11:41
1113
საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში დაფუძნებული კომპანია Hennessy 250 წელზე მეტია ერთ-ერთი ლიდერია კონიაკის წარმოებაში. ბრენდი 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მათ შორის რა თქმა უნდა არის საქართველოც. ჩვენს ქვეყანაში კი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი “ჯიდი ალკოა”. ერთგული მომხმარებლები კომპანიამ ექსკლუზიურ ვახშამზე სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლში“ შეკრიბა. სტუმრებმა სპეციალურად მათთვის შექმნილი მენიუს დაგემოვნება შეძლეს პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჰენესი XO ოდისეა აბრეშუმის გზაზე” ჰქვია. სტუმრებისთვის სპეციალური მენიუ მიშლენის ფრანგმა შეფ-მზარეულმა ფანი რეიმ და ქართველმა შეფმა თეკუნა გაჩეჩილაძემ შექმნეს.