12.მაისი .2021 12:33

#ჰერბია​ აგროტურისტულ ბიზნესს იწყებს

უკან

ქვეყანაში მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი „ჰერბია“ აგროტურისტულ საქმიანობას იწყებს. კომპანია „სოფლის ევოლუციის მუზეუმს“ გახსნის. პროექტის განხორციელების იდეა დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა და პირველ სტუმრებს სექტემბერში მიიღებს. აგროტურისტული სივრცე წყალტუბოში მოეწყობა. ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა ჩაერთონ ქართული კერძების მასტერკლასწბში. მომხმარებელს შეთავაზებენ ქართულ ღვინოებს, როგორც საფირმო „ჰერბიას“ ბიოღვინოს ასევე სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი იშვიათ ღვინოებს. სათბურებში გაშენებულია უკვე ვენახები, საიდანაც დაახლოებით 20 ტონა ყურძნის მოკრეფას შეძლებენ. პირველი ვიზიტორების მიღებას სექტემბერში გეგმავენ . პირველ ეტაპზე სასტუმრო ადგილზე არ იქნება, თუმცა მუშაობა ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. სავარაუდოდ მომავალ გაზაფხულზე სასტუმროსაც გახსნიან.

სტუმრები: ნინო ზამბახიძე -საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, თავმჯდომარე;

ზურაბ ჯანელიძე - "ჰერბია", დამფუძნებელი