08.ოქტომბერი .2020 23:28

ჰოსპიტალური სექტორის კრიზისი /კლინიკა გული: “ხარჯები 30%-ით გაიზარდა, მომართვიანობა 60%-ით შემცირდა”

224
უკან

ლარის კურსი, რეგულაციები, 520 დადგენილება და კორონავირუსის პანდემია - კლინიკებმა ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით უკვე დაიწყეს საუბარი ხარჯების 30%-იან ზრდაზე და ამის პარალელურად მომართვიანობის შემცირებაზე. რას ითხოვენ კლინიკები, რომლებიც COVID პაციენტების მიმღებები არ არიან და პაციენტებს როგორც გეგმიურ ისე გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უწევენ?