მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა 14,9%-ით შემცირდა

BM.GE
19.10.20 14:18
774
2020 წლის 9 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 121 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 12.1 პროცენტით შემცირდა, იმპორტი კი 15.9%-ით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, იანვარ-სექტემბერში, 3 მილიარდ 314 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. მიუხედავად იმისა, რომ 9 თვის ჭრილში კლება გვაქვს, ბოლო თვეებში იზრდება ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი. რა ტენდენციები გამოიკვეთა საგარეო ვაჭრობაში?