მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონური ბიზნესი ანაკლიის პორტის მშენებლობას ეწვევა

BM.GE
25.11.19 10:50
897
იაპონიის დელეგაცია იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ბიზნეს-ფორუმის -იაპონია - საქართველოს ფარგლებში, საქართველოს ეწვია. ბიზნეს დელეგაცია, რომელშიც შედის 20 ცნობილი იაპონური კომპანიის წარმომადგენელი, ანაკლიის პორტის სამშენებლო მოედანს და ზონის ტერიტორიას ეწვევიან.


იაპონიის მთავრობის მიერ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად, 2019 წლის მაისში გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, იაპონიის წამყვანი ინჟინრული საკონსულტაციო კომპანია Nippon Koei Co., Ltd. ანაკლიის გენერალურ გეგმაზე მუშაობს. აღნიშნულ სამუშაოებში ასევე ჩართულები არიან იაპონური კომპანია, Tomonius Co., Ltd. დაPhnom Penh-ის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელებიც დეტალურ კვლევას აწარმოებენ.


სტუმრები: ქეთევან ბოჭორიშვილი - "ანაკლია სითი", დირექტორი;
ჰიროში უემაცუ - "პნომ პენის სპეციალური ეკონომიკური ზონა", დირექტორი;
ტედი მასანორი - "ნიპონ კოეის" ურბანული განვითარების წარმომადგენელი