მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის პროგნოზები რეგიონისთვის

BM.GE
11.11.19 09:31
703
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების რეგიონული მიმოხილვა წარადგინა. საერთაშორისო 2019-2020 წლებში სავალუტო ფონდი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში მშპ-ს ზრდის პროგნოზს არ ამცირებს, პირიქით, 0,3%-ით ზრდის და ოთხ-ნახევარ პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ჩვენი რეგიონისგან განსხვავებით IMF-მა მიმდინარე წელს შემცირების მიმართულებით მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. საერთაშრისო სავალუტო ფონდი 2019 წელს მსოფლიოში 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რა პროგნოზები აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჩვენს რეგიონთან მიმართებით და სად ხედავს მთავარ გამოწვევებს?


სალომე მეცხვარიშვილი - “საქმის კურსი”, რეპორტიორი