მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF საქართველოში ინფლაციის 7.2%-მდე ზრდას პროგნოზირებს

BM.GE
04.11.19 18:32
771
სურსათი გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში, წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთელ რიგ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ხილი და ყურძენი, რაზეც ფასები თითქმის 27%–ით არის მომატებული, ამის შემდეგ რძე, ყველი და კვერცხი მოდის, რაც გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, 16%–ით გაძვირდა. გარდა ამისა, გაზრდილი ფასებით გამოირჩევა თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები, შაქარი, ტკბილეული, ბოსტნეული, ასევე პური და პურპროდუქტები. საერთო ჯამში, ამ ჯგუფის ფასები 13.5%–ით გაიზარდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო კი 13.8 პროცენტით გაგვიძვირდა. რას უნდა ველოდოთ წლის ბოლომდე, ამის შესახებ ახალი, არცთუ სახარბიელო პროგნოზი დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა გაგვაცნო, როცა საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულებაზე პრესკონფერენცია გამართა.