მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF საქართველოში ინფლაციის 7.2%-მდე ზრდას პროგნოზირებს

BM.GE
04.11.19 23:57
1065
ცხოვრება გაძვირდა და ეს დღეს საქსტატის ახალმა მონაცემებმაც დაადასტურა, რომლის მიხედვით, ოქტომბერში, წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. ფასები განსაკუთრებით ხილსა და ყურძენზე გაიზარდა, თითქმის 27%–ით, ამის შემდეგ რძე, ყველი და კვერცხი მოდის, რაც გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, 16%–ით გაძვირდა. გარდა ამისა, გაზრდილი ფასებით გამოირჩევა თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები, შაქარი, ტკბილეული, ბოსტნეული, ასევე პური და პურპროდუქტები. საერთო ჯამში, ამ ჯგუფის ფასები 13.5%–ით გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო კი 13.8 პროცენტით გაგვიძვირდა. როგორც ჩანს, ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაცია 7.2%–ს მიაღწევს. ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჩვენი ქვეყნის 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზსაც გადახედა.