მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF სახელმწიფო საწარმოებს აკრიტიკებს - გიგა ბედინეიშვილი ანალიტიკაში

BM.GE
24.07.20 18:39
1072
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს 67 სახელმწიფო კომპანიის ზარალმა, ჯამში, 805 მილიონ ლარს მიაღწია. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური ანგარიშის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, ზარალი თითქმის 160 მლნ ლარით არის გაზრდილი. ბოლო ხუთ წელიწადში სახელმწიფო საწარმოების ზარალის ჯამური ოდენობა 2.5 მილიარდ ლარს აღემატება.

ზარალის დიდი წილი მოდის ისეთ კომპანიებზე, როგორებიცაა საქართველოს რკინიგზა, ენერგოტრანსი, საქართველოს მელიორაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და სხვა. ზარალთან ერთად 67 სახელმწიფო საწარმოს აქტივების ღირებულება 2%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება უშუალოდ საწარმოებს, საპარტნიორო ფონდმა 2018 წელი 609 მილიონლარიანი ზარალით დაასრულა, რისი მიზეზიც ფონდის შვილობილი საწარმოს უარყოფითი შედეგებია. საუბარია რიკინიგზის ზარალზე.

ამ ახალ მიმოხილვაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ იზიარებს სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზმს და პირდაპირ ამბობს, რომ ჯამურად უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოების მიერ პროგნოზირებული 12%-იანი ზრდა არის მკვეთრ კონტრასტში შემოსავლების იმ 1%-იან ზრდასთან, რასაც მათ ბოლო 2 წლის განმავლობაში მიაღწიეს.

სტუმარი: გიგა ბედინეიშვილი - ფინანსისტი