მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმუნიზაციის მიმდინარეობა საქართველოში და "ევექსი ჰოსპიტლები"-ს ინიციატივა/შეთავაზება

BM.GE
19.05.21 12:36
466
18 მაისის მონაცემებით საქართველოშ ჯამურად 93 305 აცრაა ჩატარებული. სრულად, ორივე დოზით აცრილი მოქალაქეების რაოდენობა, ამ ეტაპზე 15 077 ადამიანია. ამ დროისთვის ქვეყანაშ ორი ვაქცინით ასტრაზენეკათი და სინოფამიტ აცრები მიმდინარეობს. ასტრაზენეკას ვაქცინა 45 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. სინოფარმზე რეგისტრაცია ასაკის შეუზღუდავად ხდებოდა, თუმცა ამ დროისთვის წამლის შეზღუდული რაოდენობის გამო რეგისტრაცია მხოლოდ მეორე დოზებისთვისაა ხელმისაწვდომი და უკვე მომავალი კვირიდან აცრის მსურველები სინოვაკის ვაქცინაზე რეგისტრირებასაც შეძლებენ. ბოლო განახლებული მონაცემებით საქართველოში ვაქცინის მსურველთა რაოდენობა თავად ქვეყანაშ არსებული ვაქცინების რაოდენობაზე ნაკლებია. მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, თუმცა განცდა რომელიც ბოლო კვირებში გაჩნდა არ ნიშნავს, რომ იმუნიზაციისთვის საჭირო კრიტიკული მასა მოსახლეობისა ხელმისაწვდომი რომ იყოს დაუბრკოლებლად აიცრებოდა. ეს არც მხოლოდ საქართველოს პრობლემაა. იმინიზაციაში მეტი, საჭირო და საკმარისი რაოდენობის მოსახლეობის ჩართვისთვის სხვა და სხვა ქვეყნებში განსხვავებული სქემები მოქმედებს მოქალაქეების აცრაზე რეგისტრაციის მოტივაციის გასაზრდელად. ცალკეული ლოკალური მაგალითები ჩვენთანაც ვნახეთ. ამ ჯერზე საკამოდ მასშტაბურ და ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე უნდ მოგიყვეთ, რომელიც ევექსი ჰოსპიტლების ინიციატივით იწყება და კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში "ევექსი ჰოსპიტლები" ქსელის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც 1-ელ სექტემბრამდე კოვიდ 19-ის ვაქცინის 2 დოზით იქნება აცრილი ბენეფიტებს შესთავაზებს.

სტუმარი: ეკატერინე ქავთარაძე - "ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორის მოადგილე