მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმუშავე საქართველოდან“ - რას სთავაზობს მთავრობა უცხოელებს?

BM.GE
16.07.20 18:22
1153
მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დისტანციურად, საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პროექტი გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან თვითდასაქმებულები, მუშაობენ დისტანციურად ან შეუძლიათ, საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა განაცხადების მიღების პლატფორმა, რომლითაც გრძელვადიანი პერიოდით საქართველოში ყოფნის მსურველებს შეეძლებათ, რომ ისარგებლონ. ამავე თემაზე ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგაც გააკეთა კომენტარი. არის თუ არა - ბიზნეს ვიზიტორების მოზიდვა ერთგვარი ალტერნატივა ტურისტების და რა პირობებებს სთავაზობს მთავრობა?