მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

influence.ge 1,300,000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს

BM.GE
08.11.19 09:19
930
გლობალური სტარტაპ ფონდი, რომელიც სილიკონ ველი თბილისში ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნდა, მსხვილ გარიგებას მოაწერა ხელი. ქართული სტარტაპი: influence.ge 1,300,000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს. აღნიშნული ინვესტიცია საქართველოში პირველად ხორციელდება და მისი თანადაფინანსება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელა. გლობალური სტარტაპ ფონდის მიზანი ქართული სტარტაპების დაფინანსება და მასშტაბირებაში დახმარებაა. პირველ საინვესტიციო შეხვედრაზე 100 ზე მეტი აპლიკანტიდან 11 ქართულ სტარტაპ გუნდს მიეცა შესაძლებლობა პირისპირ შეხვედროდნენ ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებს და თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ.