14.ივნისი .2021 12:19

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმი გაიხსნა

უკან

„რედისონ წინადალში“ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ 2 დღიანი ფორუმი გაიხსნა, რომლის მიზანიც მიზნობრივ ჯგუფებში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ფორუმი, საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული - ,,ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის“ (EUGIPP) ფარგლებში იმართება.