მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფება

58a41869d4684
თელარა გელანტია
15.02.17 12:58
1857
თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფება.

როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლობაში განუცხადეს, მისიამ მუშაობა დღეს დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, სსფ-ის მისიას მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს.

მისია შეხვედრებს საქართველოს ეროვნულ ბანკში, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროებში გამართავს.

ვიზიტის მიზანი ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვაა.

IMF-ის მისია თბილისში 2 მარტამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდთან ბოლო პროგრამის დაუსრულებლობის ერთ-ერთი პირველი და მთავარი მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონ-პროექტი იყო, რაც IMF-ს, სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, არ მოსწონდა.