მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 147 ლარი შეადგინა

58a6eb7198969
BM.GE
17.02.17 16:23
2006
იანვარში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 147 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 2,1 ლარით, წინა თვესთან შედარებით კი 4,2 ლარით გაზრდილი მაჩვეებელია.

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით, 166,3 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 1,9 ლარით, ხოლო წინა თვესთან შედარებით, 4,9 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი იანვარში 278 ლარი იყო.

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, - ორსულიანი ოჯახის საშუალო საარსებო მინიმუმი 235 ლარს და 60 თეთრს შეადგენს, სამსულიანის 265 ლარს, ოთხსულიანის 294 ლარს, ხუთსულიანის 331 ლარს, ხოლო ექვს და მეტ სულიანის კი 391 ლარს.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.