მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერვიუ ირინა მილორავასთან - ენერგეტიკული ბირჟა

BM.GE
06.12.19 18:24
954
ენერგეტიკული ბირჟა - ეს სპეციალური პლატფორმაა, სადაც ელექტროენერგიის მწარმოებლები და მიმწოდებლები ერთმანეთს ელექტრონულად შეხვდებიან, მყიდველიც და გამყიდველიც მათთვის მისაღებ ფასზე განაცხადს გააკეთებენ და ბირჟა მოთხოვნა-მიწოდების მრუდით გასაყიდ ფასს გამოაცხადებს. სანამ აქამდე მივალთ, საკონსულტაციო კომპანია ნორდ პულის დახმარებით და ირინა მილორავას ორგანიზებით, ეს პლატფორმა ახლა ყალიბდება. ვიდრე ელექტროენერგიით ვაჭრობის პროცესი ბირჟაზე გადაინაცვლებს, ჯერ ბაზრის მოდელები უნდა ჩამოყალიბდეს, ანუ როგორ მოხდება ელექტროენერგიით საათობრივად, ასევე დღისა და ღამის ფასებით ვაჭრობა, ასევე ენერგეტიკულო ბირჟა ბაზრის წესებს შეიმუშავებს, რომელსაც სემეკი დაამტკიცებს. ამ ყველა პროცესის საფუძველი კი, რაც ჩამოვთვალე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ახალი კანონი იქნება, რომელიც საქართველოში ენერგეტიკულ ბაზრებს სრულიად განაახლებს. კანონს პარლამენტი ალბათ, წლის ბოლომდე დაამტკიცებს.


ირინა მილორავა - საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი