11.მარტი .2021 14:58

ინვესტიციები რეკორდულად შემცირდა - ღარიბაშვილი:ქვეყანაში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო

170
უკან

2020-ში საქართველოში უცხოური ინვესტიციები რეკორდულად შემცირდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტიანი კლებაა 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა. საქსტატის თანახმად, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა. ცალკეული სექტორების მიხედვით, FDI-ს ყველაზე დიდი ვარდნა ტურიზმის სექტორშია. თუკი 2019 წელს ამ სექტორში $120 მილიონი ჩაიდო, 2020 წელს პირიქით, ინვესტიციების გადინება (ან ვალდებულების მომსახურება) მოხდა. გამავალი ნაკადი ამ სექტორში 221 მილიონი დოლარი იყო. ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 98%-ით შემცირდა და სექტორში მხოლოდ $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. 47%-იანი ზრდა იყო საფინანსო სექტორში ჩადებულ ინვესტიციებში, სამთო მოპოვებით მრეწველობაში კი ინვესტიციები 94%-ით გაიზარდა.