მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისარგებლებენ თუ არა EU-ის საჯარო შესყიდვების ბაზრით ქართული კომპანიები?

BM.GE
27.07.22 11:35
361
საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები EU-ს წევრი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შეძლებენ მონაწილეობას. ევროკავშირის მასშტაბით ყოველწლიურად 250,000-მდე სუბიექტი (მთავრობა, სამინისტრო, სააგენტო და კომპანია) დაახლოებით, 2 ტრილიონი ევროს მოცულობის საქონლის, მომსახურებისა და სერვისის შესყიდვას ახორციელებს. ევროკომისიის ცნობით, უმსხვილეს შემსყიდველებს შორის არიან: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და ესპანეთი. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში და ამ ბაზარზე გაუწიონ ღია და სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს. 

სტუმარი: გეგი ქელბაქიანი - "Reforma construction management company"-ის დამფუძნებელი;