მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iSpace მე-3 მაღაზიას "სითი მოლში" ხსნის

BM.GE
21.02.20 08:55
695
კომპანია Apple უკვე მყარად იკავებს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსს და მისი ღირებულება 1 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარს გადასცდა და რეკორდს რეკოდზე ამყარებს, არც სხვა ფინანსური მაჩვენებელი აქვს ნაკლებად მიმზიდველი, თუმცა დღეს საქართველოზე და ადგილობრივი მომხმარებლებისთვის სასიხარულო ინფორმაციაზე უნდა მოგიყვეთ. საქართველოში ერთადერთი ოფიციალური რისელერი iSpace უკვე მესამე ფილიალს ხსნის. როგორც ჩანს მოთხოვნა პროდუქციაზე იმდენად დიდია, რომ ამის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა და კომპანიამაც არ დააყოვნა. სად შეგეძლებათ მისი მონახულება, რა ფასდაკლებებით ისარგებლებთ და რით დასაჩუქრდებთ?