მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიები კინემატოგრაფიული თხრობის სტილით - movement.com.ge - ანანო ბაკურაძე ქალების ნარატივში

BM.GE
11.05.21 12:51
1006

„’Movement” - კინოს და ჟურნალისტიკის ერთგვარი ერთობა გამოვიდა" - „Movement“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე „ქალების ნარატივში“

 

-ამ გადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ პლატფორმამ გაამართლა?

-შეიძლება ითქვას, რომ “Movement”-მა ძალიან გაამართლა. პლატფორმაზე წარმოდგენილია ერთი ადმიანის გარშემო მოყოლილი ამბები, რომლებიც მოკლე ფილმებივითაა. ეს არაა კლასიკური გაგებით სიუჟეტი ან ფილმი, უფრო შუაშია. ჩემი პარტნიორი ჟურნალისტია, მეც ჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული და გამოცდილებაც მაქვს, მაგრამ ჩემი მეორე პროფესია კინომცოდნეობაა, ბოლო 10 წელია კანის კინოფესტივალზე ვმუშაობ. “Movement” - კინოს და ჟურნალისტიკის ერთგვარი ერთობა გამოვიდა ამ ეტაპზე, დაახლოებით 100 000 გამომწერი გვყავს Facebook-სა და საიტზე.პანდემიისას კი, 2020 წლის მარტში დავამატეთ “Movement EDU” - საგანმანათლებლო პლატფორმა.აქ კონკრეტული თემებია მოყოლილია გრაფიკული ანიმაციით და ხმით; თითოეულის უკან დიდი შრომა და კვლევაა. კონკრეტულ თემებზე დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ ხოლმე. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, „Movement”-ს მაყურებლის საშუალო ასაკია 27-35 წელო, Movement EDU-ს მაყურებლები კი ძირითადად 65+ ასაკის არიან“. აღვნიშნავ, რომ “Movement EDU-ს ფარგლებში, ამერიკის საელჩოსთან ერთად ვაკეთებთ ვიდეოების სერიას, 15 ვიდეოთი, რომლებიც შეეხება დემოკრატიის ღირებულებებს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია და ა.შ 

 

-თეატრალურ გარემოში გაიზარდეთ; პროფესია როგორ აირჩიეთ?

-მემგონი თეატრი ძალიან დიდი დოზით იყო ჩემს ცხოვრებაში და ავირჩიე ჟურნალისტიკა, უფრო კონკრეტულად პრესა, თუმცა შემდეგ მოვხვდი ტელევიზიაში. მიმუშავია საქართველოშიც, მოსკოვშიც, პლატფორმის ფარგლებშიც ასევე ვიზუალური თხრობაა, ასევე საფრანგეთში რამდენიმე გაზეთისთვის მიმუშავია, ვწერდი, რამდენიმე მათგანისთვის ახლაც ვმუშაობ.

 

-ახლა რომ აშუქებდეთ, რა თემით დაინტერესდებოდით?

-მაინც სოციალურ-კულტურული თემებით; "Movement"-ის ერთ-ერთი მიმართულებაა "Movement Voice", სადაც იმ ადამიანებს "ვაძლევთ" ხმას, რომლებსაც თითქოს არ უსმენენ და უნდა უსმენდნენ".

 

-პლატფორმისთვის როგორ არჩევთ რესპონდენტებს?

-ზუსტად არც ვიცი, ალბათ, ამბების მიხედვით; გვიკავშირდებიან კიდეც, მაგრამ ძირითადად ჩვენ ვირჩევთ. ვცდილობთ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თანმიმდევრულები ვიყოთ. ჩვენი მიზანი ალბათ არის ის, რომ დავინახოთ რა ხდება ახალი ამბების მიღმა.გარდა ამისა, გვსურს გადავიდეთ კიდევ სხვა საფეხურზე - ვგულისხმობ, დოკუმენტურ კინოს.ზოგადად, “Movement”-ზე შესაძლებელია სუბტიტრების ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩართვა. ვმუშაობთ, რომ ვრცლად მოყოლილი ამბები შევთავაზოთ. გვაქვს რამდენიმე თემა. თუმცა, ამ მიმართულებას მეტი დრო სჭირდება. სამომავლოდ კი, მსურს ერთ დღეს კინო რეჟისორი ვიყო. 

 

-მოხვდით „30 under 30“-ს სიაში; რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

-მოტივაციაა გამარჯვების შეგრძნება; ეს სიახლე დიდი პატივია.

 





სტუმარი: ანანო ბაკურაძე - Movement ; ერთ-ერთი დამფუძნებელი.