მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების ორი მოდელი - დაინტერესდება თუ არა ბიზნესი მერიის შეთავაზებით?

BM.GE
16.03.23 11:19
344
თბილისის მერიამ ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორი ახალი პროგრამა შემუშავდა. როგორც გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განმარტა "პირველი პროგრამით, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესსექტორი ჩაერთვება, უშუალოდ პროექტის შედგენას, ხარჯთაღრიცხვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. 

პირველი პროგრამის მიხედვით, ბიზნესს, ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია, თუმცა მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი მათ სთავაზობს საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც უნდა მდებარეობდეს აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ, გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები. თუმცა აქვე თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ bm.ge-ს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განმარტა, რომ ნებისმიერ პროექტზე კ2 კოეფიციენტის გაზრდის საკითხზე ინდივიდუალური მიდგომა იქნება. 

გარდა ამისა, შესაძლებლობა ჩნდება დაინტერესებულმა ბიზნესსუბიექტმა შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს. მერიაში ფიქრობენ, რომ ბიზნესის ჩართულობის ეს მოდელი ხელს შეუწყობს ისტორიული იერსახის დაცვას და მესაკუთრეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. 

მეორე პროგრამის მიხედვით კი ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით, თბილისის მერიამ უზრუნველყოს. 

მესაკუთრეების მხრიდან ერთობლივი მომართვის და თანხმობის შემდეგ, თბილისის მერია აზომავს უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს ამ ქონების საექსპერტო შეფასებას ღირებულების დადგენის მიზნით. 2თვის გასვლის შემდეგ, აღნიშნული ქონება გავა აუქციონზე და მესაკუთრეებს შესთავაზებენ აუქციონზე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ფასს. პროცესი კი ისევ და ისევ მესაკუთრეთა თანხმობის შესაბამისად გაგრძელდება. 

რამდენად საინტერესოა მერიის წინადადება ბიზნესისთვის?

სტუმარი: ბესო თავბერიძე - "ბალავარის" დამფუძნებელი;