22.სექტემბერი .2020 11:12

იტალიელებმა ღვინისგან სანიტაიზერი დაამზადეს

129
უკან

ღვინო და სანიტაიზერი.. ვინ იფიქრებდა, რომ ამ ორ პროდუქტს ექნება რაიმე საერთო და კავშირი ერთმანეთთან, თუმცა მეღვინეებს სხვა გზა არ დარჩათ. სექტორს დახმარება სჭირდება, ღვინოს კი რეალიზაცია, რაც დახურული კვების ობიექტების, სასტუმროებისა და შეზღუდული ტურისტული გადაადგილების შედეგად, შეუძლებელია. ამან კი გამოიწვია ის, რომ დიდი რაოდენობით დაგროვდა ღვინო ქარხნებში, პარალელურად ახალი მოსავლის აღების დროც დადგა. ამიტომაც იტალიელმა, ფრანგმა და ესპანელმა მეღვინეებმა ღვინოს სხვა დანიშნულება მოუძებნეს და ის ხელის სანიტაიზერი გელის მისაღებად გამოიყენეს. უცნაურად ჟღერს მსოფლიოში საუკეთესო ღვინო ხელის სადეზინფექციო ხანარად რომ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ასეთია ჩვენი რეალობა.