31.ივლისი .2020 14:21

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა

168
უკან

ივნისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.7%-ით შემცირდა, 2020 წლის პირველ 6 თვეში კი საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ 5.8% შეადგინა. "2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია იყო,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.