მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაცია-ფონდ "ქართუს" განმარტება

5cd7d8f1cc4f1
ელენე გოგბერაშვილი
12.05.19 12:24
1713
ინტერნეტიზაციის პროექტის მთავარ ფინანსურ მხარდამჭერ „ფონდ ქართუს“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ფონდის პროექტების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ჩხეტიანი bm.ge-თან ამბობს, რომ „ქართუ“ სახელმწიფოს თავიდან პროექტირებასა და კონცეფციის შემუშავების ეტაპზე რამდენიმე მილიონით დაეხმარა.

ჩხეტიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ალეტრანტიული დაფინანსების წყარო გაჩნდა „ქართუ“ პროექტში აღარ მონაწილეობს.

„ჩვენ განზე არ გავწეულვართ, თუ პროექტს გაუჭირდება კვლავაც დავეხმარებით“-აცხადებს „ქართუს’ პროექტების ხელმძღვანელი.

ფონდ „ქართუს“ ინტერნეტიზაციის პროექტი 100 მილიონი დოლარით უნდა დაეფინანსებინა. ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა, თუმცა რა სამუშაო იქნა გაწეული პროექტის დაანონსებიდან 4 წლის შემდეგ უცნობია, რადგან პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ოუფენ ნეტს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია 2016 წლის შემდეგ არ განუახლებია.

„ჩვენ დასაწყისში, როდესაც პრობლემა იყო დაფინანსების, გვერდით დავუდექით სახელმწიფოს ამ ნაწილში. შემდგომ გაჩნდა სახსრები და დაფინანსდა აღნიშნული პროექტი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ განზე არ გავწეულვართ, თუ პროექტს გაუჭირდება კვლავაც დავეხმარებით. პროექტის შესახებ მეტი დეტალისთვის გთხოვთ ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდეთ“-აცხადებს ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ჩხეტიანი.