29.აპრილი .2021 11:36

იზრდება თუ არა მოთხოვნა კომერციულ ფართებზე?

114
უკან

Ქოლიერს ინთერნეიშენალის მონაცემებით, სავაჭრო ცენტრებში 2020 წელი შედარებით სტაბილური იყო და ძირითადი მაჩვენებლები უცვლელად შენარჩუნდა. რითეილერებთან კონსულტაციების შედეგად საცალო ვაჭრობის ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 3-ჯერაა შემცირებული, პანდემიის პერიოდში დარეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა კი 2019 წლის მონაცემს 35%-ით ჩამორჩება, თუმცა უფრო მნიშვნელოვან ცვლილებებს 2021 წელს უნდა ველოდოთ. ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს რელოკაციის, იჯარის შემცირების ან ხელშეკრულების სხვა პირობების გადახედვის თვალსაზრისით, რაც სავაჭრო სექტორის ზოგად მდგომარეობაზე აისახება.

სტუმარი: მარიამ ასათიანი - "რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი;