მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის ინდუსტრიის სახელმწიფო რეგულირება

BM.GE
25.02.20 10:44
895
ჯერ იყო 520-ე დადგენილება და კარდიოლოგია შემდეგი ოფთალმოლოგია იქნება, თუმცა არც ეს არის ბოლო გაჩერება და ამაში ახალი არაფერია, ის რომ ცვლილებები ჯანდაცვის ყველა მიმართულებას შეეხებოდა ეს მინისტრმა რამდენიმე თვის წინ დაანონსა. გასულ კვირაში ეკატერინე ტიკარაძისგან მიღებული ინფორმაციით, ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფები მუშაობენ. უკვე შეიკრიბება რამდენიმე ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს დადგენილ ტარიფებზე, დადგენილ სტანდარტებზე და ალბათ უახლოეს ორ კვირაში გვექნება ახალი დადგენილება.

"ჩვენი მიზანი არ გახლავთ ის, რომ აუცილებლად შევამციროთ ტარიფები. ჩვენი ამოცანა და მიზანი არის ის, რომ დავადგინოთ ღირებულება, რამდენად შეესაბამება ჩატარებული მანიპულაცია საჭირო სტანდარტს და ასევე, საჭირო სტანდარტი რამდენად სწორად არის განფასებული." ამბობს ბიემჯისთან მინისტრი. რატომ ვერ თანხმდებიან ექიმები, კლინიკების მენეჯერები, სამინისტროს წარმოამდგენლები და მთავრობის მეთაური ერთ პოზიციაზე ვისთვის რა არის დაუჯერებელი და რა შედეგის მიღწევა სურს ჯანდაცვის სამინისტროს?

სტუმარი: თამარ გაბუნია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე