მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრის ბრალდება და კლინიკების პასუხი

BM.GE
28.04.22 18:29
493
„ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოკვლევის დასრულებამდე, ყოველგვარი მტკიცებულების და დაკონკრეტების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბარი რეპუტაციულ ზიანს აყენებს განურჩევლად ყველა სამედიცინო დაწესებულებას“ - ასე ეხმაურება ჯანდაცვის ასოციაცია ზურაბ აზარაშვილის მიერ კოვიდ-კლინიკების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს. აზარაშვილმა სამედიცინო დაწესებულებები პაციენტების მიღება/გაწერის პროტოკოლის შეუსრულებლობაში, პერსონალისთვის განკუთვნილი თანხების დაკავებაში, ხოლო ხელმძღვანელი პირები 5 და 10-მაგი ოდენობით ყოველთვიური ხელფასების ზრდაში დაადანაშაულა. მინისტრმა ისაუბრა, ასევე როგორც გადაუხადა სამინისტრომ სოლიდური თანხები კლინიკებს ცარიელ საწოლებში. რა პასუხი აქვს კერძო სექტორს ჯანდაცვის მინისტრის ამ განცხადებებზე?