მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული ბაზრისთვის რეგულაციებს ამზადებს

BM.GE
28.03.23 16:17
218
ახალი რეგულაციები ფარმაცევტული ბაზრისთვის - საკანონმდებლო ცვლილებებზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. რეგულაციების გამკაცრებაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა იმ მედიკამენტებზე, რომელიც რეგულირების ქვეშ არ ექცეოდა, ფასები გაზარდეს. სამინისტრო ეჭვობს, რომ ბაზარზე შეთანხმებულ ქმედებას აქვს ადგილი, რაზეც პასუხი მოკვლევის დასრულების შემდეგ კონკურენციის სააგენტომ უნდა გასცეს. მანამდე ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებით მიმართოს. რა გეგმა აქვს მთავრობას და რა იცის ბიზნესმა?