მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო VS ფარმაცევტული ბიზნესი

BM.GE
24.02.23 12:13
338
ჯანდაცვის სამინისტრო ცალკეულ ფარმაცევტულ კომპანიებს არაკეთილსინდისიერ ქმედებაში და ფასების ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს. სამინისტროს განცხადებით, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ადგილი ჰქონდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურ მატებას. 

ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ უპასუხა. ასოციაციას მიაჩნია, რომ მსგავსი განცხადების გავრცელება რეფერენტული ფასის რეგულირების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში არის ყოვლად დაუშვებელი მითუმეტეს, როდესაც მიმდინარეობს ბაზრის ადაპტაცია ცვლილებებზე და კანონით განსაზღვრული ზღვარი არ დარღვეულა. 

რაც შეეხება თურქული მედიკამენტების იმპორტს, აქ ასოციაცია ამბობს, რომ მიმდინარე მდგომარეობით, თურქეთის მთავრობამ შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობები და ამასთან, მედიკამენტების ფასები გასული წლის დეკემბრის თვიდან საშუალოდ გაიზარდა თითქმის 37%–ით და თვეზე მეტია გაძვირებული ფასებით შემოდის; ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს საქართველოს ბაზარზეც.

ფარმაცევტული ბაზრის სრული კონტროლის ფარგლებში, რაც ჯანდაცვის სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკაა, მედიკამენტების ხარისხსაც სამინისტრო პირადად გააკონტროლებს. მარტის ბოლოდან ქვეყანაში წამლის ხარისხის პირველი ლაბორატორია გაიხსნება, სადაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი განხორციელდება. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გვითხრა, წამლის ხარისხის პირველი ლაბორატორია თბილისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ შენობაში განთავსდება.

სტუმარი: ილონა კოკიაშვილი - "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;