02.თებერვალი .2021 11:39

კაფე-რესტორნების ბოიკოტი - ლევან ქოქიაშვილი საქმიან დილაში

125
უკან

ავტორიტეტული მსოფლიო ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ რომ ეკონომიკის და საზღვრების ჩაკეტვა გამოსავალი არ არის: ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია, თუმცა მოგზაურობის აკრძალვა გაუმართლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიცით რომ წარსულში ამან სათანადოდ ვერ იმუშავა. ეს ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის სიტყვებია. ანალოგიურ პოზიციას იზიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც და გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც. ამ დროს კი საქართველოში არც ზამთრის კურორტები იხსნება და არც რესტორნები და კაფეები, ჯერჯერობით. თემასთან დაკავშირებით მოეწყო აქცია, რომელსაც 200-მდე რესტორანი შეუერთდა; კვების ობიექტებმა კი პროტესტის ნიშნად 24 საათით შეაჩერეს მუშაობა და მიტანის სერვისი. სექტორმა მთავრობას ორდღიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ წარმოადგინონ ქვეყნის ეკონომიკის გახსნის გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. რას გულისხმობს ეს და რა გეგმა აქვს კვების ინდუსტრიას?


სტუმარი: ლევან ქოქიაშვილი - საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი