12.თებერვალი .2020 10:49

კაკლის და ნუშის ბაზრის კვლევა - ირაკლი არჯევანიძე საქმიან დილაში

274
უკან

გასულ წელს ნიგვზის მოხმარების ზრდასთან ერთად მისი იმპორტი საქართველოში 3 ჯერ გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კაკლოვანი კულტურები საქართველოში 5 ათას ჰექტარზეა გაშენებული, თუმცა ეს ცხადია არ ნიშნავს რომ ყველა მეურნეობა უკვე მზად არის ნაყოფის რეალიზებისთვის. მოსავლინობის მაჩვენებლის დასათვლელად მრავაწლოვანი კულტურებისთვის ჯერ კიდევ რამდენიმე წელია საჭრო.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარწმუნებულები არიან რომ კაკლოვან კულტურებს საქართველოს საექსპორტო კალათაში მნიშვნელოვანი წილის დაკავების პოტენციალი აქვს და მინისტრის რამდენიმე კვირიწინანდელი განცხადებით 2020 წელს 13 მილიონი ლარის დაფინანსებაა გათვალისწინებული დარგის გავითარებისთვის, რაც პირველ ეტაპზე კაკლის, თხილის, ნუშის, კაკლოვანების იმპორტის ჩანაცვლებას და მომავალში ექსპორტის ზრდას უზრუნველყოფს. რა პოტენციალი აქვს საქართველოს ამ კუთხით ამასთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევაც, რომლის პრეზენტაციაც დღეს არის დაგეგმილი.


სტუმარი: ირაკლი არჯევანიძე - ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი