მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკლის წარმოება საქართველოში - როგორია 2022 წლის მოსავალი?

BM.GE
14.11.22 10:07
250
კაკლის წლევანდელმა მოსავალმა, რომელმაც, წინასწარი შეფასებით, 2,5 ათასი ტონა შეადგინა, შესაძლოა, ქართულ ბაზარზე იმპორტის, დაახლოებით, 90% ჩაანაცვლოს. წლიდან წლამდე კაკლის წარმოება იზრდება, რისი მიზეზიც მათ შორის ბოლო წლებში სახელმწიფო პროგრამის “დანერგე მომავლის” ფარგლებში გაშენებული ბაღებია, რომლების მსხმოიარობაში შევიდა. ახალი ბაღების, დაახლოებით, 98% „ჩანდლერის“ ჯიშისაა, რომლის საერთო ფართობი 5500 ჰექტარს შეადგენს. თუმცა ზოგიერთ მათგანს ნაყოფის გამოღება ჯერ არ დაუწყია. 

ამასთან, ქვეყანაში ამჟამად 6 თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს, რომელთა სიმძლავრეც მომდევნო ხუთი წლის მოსავლის გადამუშავებას უტოლდება. ადგილობრივი წარმოების ზრდასთან ერთად წელს ქართულმა კაკალმა იმპორტულიც ჩაანაცვლა. როგორ ნაწილდება ჯიშების მიხედვით ქართული კაკლის ბიზნესი და ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებასთან ერთად თუ არის ექსპორტის გეგმები?

სტუმარი: ლერი ტაბატაძე - საქართველოს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი;