მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე: ვაშლიჯვართან დაკავშირებით პანიკას თესავენ

BM.GE
07.04.21 14:57
435
პირველი მაისიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი თვის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე დაგეგმილი ზონალურ-საათობრივი პარკირების შესახებ, ასევე, მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება. კალაძე დღეს სხვა თემებსაც შეეხო, მათ შორის, სამშენებლო ამნისტიის ინიციატივას.