მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამპანია უკრაინის მხარდასაჭერად - #makeborschtnotwar

BM.GE
15.03.22 12:51
445
საქართველოს მეგობარი ქვეყანა, უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის დაუნდობელ აგრესიას უკვე მეოცე დღეა უპირისპირდება. რუსული შეჭრის პირველი დღიდან-დღემდე მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო და სხვა ქვეყნებისთვის ეთხოვა თავშესაფარი, როგორც დევნილს… ეს ის შეგრძნებაა, რომელიც ჩვენს მოძმე უკრაინელებთან ყველაზე მეტად გვაერთიანებს… და მტერიც საერთოა, რომლის აგრესიას ერთად უნდა გავუმკლავდეთ! ამ ბრძოლაში კერძო სექტორის უამრავ წარმომადგენელთან ერთად, აქტიურად არის ჩართული საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაც, რომელიც დღეს იწყებს სპეციალურ კამპანიას და მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმოადგენს, - მხარი დაუჭიროს უკრაინას ამ მძიმე ბრძოლაში, როდესაც ის ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა… შესაბამისად, ასოციაცია გამოდის ინიციატივით, კვების ობიექტებმა საქართველოში უკრაინული სამზარეულოს გამორჩეული კერძი, ბორშჩი პერსონალური რეცეპტით მოამზადონ და შეიტანონ ის მენიუში, ხოლო მისი გაყიდვით შესული თანხა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშზე გადაირიცხოს, უკრაინის დასახმარებლად! რას გულისხმობს დეტალურად კამპანია და როგორია გამოხმაურება/ჩართულობა კვების ობიექტების მხრიდან საქართველოში. 


სტუმარი: ლევან ქოქიაშვილი - "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელი.