11.აპრილი .2022 13:19

კაპიტალის ბაზარი და ეროვნული ბანკი – რა გეგმები გვაქვს?

197
უკან

კაპიტალის ბაზარი საქართველოში - ფასიანი ქაღალდების ბაზარი ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, ბანკებთან შედარებით იაფი ფულის რესურსი მოიზიდონ. მიუხედავად დიდი შესაძლებლობებისა, საქართველოში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა აქტუალური არ არის. 

გარიგებები საფონდო ბირჟაზე უნდა შედგეს, თუმცა საქართველოს საფონდო ბირჟა გარიგებების სიმრავლიტ ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. მიმდინარე წლის განმავლობაში სულ 21 არასაბირჟო გარიგება დაიდო, დაახლოებით ამდენივე, 20 სავაჭრო სესია შედგა ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოს სავაჭრო ბირჟაზე. 

ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა სწორედ ეროვნულ ბანკს ევალება, ასევე მისი ფუნქციაა - ხელი შეუწყოს ბაზრის განვითარებას, დაიცვას ინვესტორების უფლებები, უზრუნველყოს ბაზარზე კონკურენცია და ა.შ. ბოლო წლებში კაპიტალის ბაზრის განვითრებისთვის არაერთი ნაბიჯია გადადგმული, სწორედ ახლა იხილავს პარლამენტი კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ბანკებმა იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვან. 

სტუმარი: ნიკოლოზ გაგუა - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი;