მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის მეორე ფაზა

BM.GE
29.04.22 12:57
417
„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა” გრძელდება. იბიარდის მიერ დაფინანსებული 18 თვიანი პროექტის მეორე ეტაპმა – პროგრამის ფარგლებში შერჩეულ კომპანიებს ხელი უნდა შეუწყოს კაპიტალის ბაზრების ათვისებაში – იქნება ეს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტი, მათ შორის, სასესხო ვალდებულება თუ კაპიტალი. 

მონაწილე კომპანიები ასევე მიიღებენ პრაქტიკულ ინფორმაციას კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი ბიზნესი და საბოლოოდ, ეფექტურად გამოიყენონ ქართული კაპიტალის ბაზრები. ამასთან, ისინი მიიღებენ მხარდაჭერას კაპიტალის ბაზრებზე წვდომისათვის, მათ შორის დაფინანსებას ემისიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დასაფარად. 

ამ პროექტის პირველ ეტაპზე უკვე მომზადდა ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის კვლევა, რომელიც იმ არსებული ბარიერების დადგენას გულისხმობდა, რომლებიც კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს.