მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ფაზის წარდგენა გაიმართა

BM.GE
28.04.22 08:48
427
„გალტ ენდ თაგარტის“ მონაწილეობით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ფაზის წარდგენა შედგება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მის მთავარ მიზანს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

"გალტ ენდ თაგარტისა“ და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევას დაეთმო, რომლებიც კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ფაზა კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას და საგანმანათლებლო სქემის განხორციელებას დაეთმობა.