მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და რითეილ ასოციაცია თანამშრომლობას იწყებენ

BM.GE
27.04.23 11:12
193
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და რითეილ ასოციაცია თანამშრომლობას იწყებენ. მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გუშინ გაფორმდა. შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა მარიკა კლდიაშვილმა გახსნა, ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს რითეილ ასოციაციისა და USAID-ის წარმომდგენლებმა. ამავე შეხვედრის ფარგლებში, უნივერსიტეტში კომერციული გზამკვლევის პრეზენტაციაც გაიმართა. გზამკვლევის მიზანი მეწარმეებისთვის კომერციულ მოლაპარაკებებთან და გარიგებებთან დაკავშირებით პრაქტიკული რჩევების მიცემაა. 

სტუმრები: სოფიო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
მარიკა კლდიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი;
მირანდა მანჯგალაძე - კომერციული გზამკვლევის ავტორი (რიტეილ ექსპერტი);
ია ნადირაშვილი - კომერციული გზამკვლევის ავტორი (რიტეილ კონსულტანტი);