21.სექტემბერი .2020 23:39

„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება

130
უკან

20 სექტემბერს ამოიწურა ვადა, როცა კავკასუს ონლაინს საწყის მდგომარეობაში უნდა დაებრუნებინა ჯერ კიდევ 1 წლის წინ გასხვისებული წილები. საუბარია კომპანიის 49%-ზე რომელიც ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნოდა და მისი მფლობელი აზერბაიჯანული ნექსოლ ჰოლდინგი გახდა. წილების საწყის მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება კომპანიას კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე დააკისრა, თუმცა, მარეგულირებლის გადაწყვეტილება არც ახლა შესრულდა. საპასუხოდ დღეს კავკასუს ონლაინმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში საჩვრის შეტანას აანონებს.