მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახური შემოდგომა გურჯაანში

BM.GE
14.10.19 10:17
754
გურჯაანის ახტალის პარკში, მეღვინეობის 8 000 წლოვანი უწყვეტი ტრადიცია კიდე ერთხელ გაცოცხლდა და მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ ჩატარდა. ყოველწლიურად მზარდი ფესტივალი წელს განსაკუთრებულად უხვსტუმრიანი იყო. მასპინძობაც შესაფერი დახვდათ, ქვევრში დაყენებული და ბრენდული ღვინოები, 250 მდე სხდასხვა ფერის და თრობის ჭაჭა, ტკბილეული და ბევრი საშემოდგომო ხილი. კახური შემოდგომა შედგა გურჯაანში და ფესტივალმაც შიდა თუ საერთაშორისო ტურისტებისთვის, ქართველი მეღვინეების ცნობადობის კიდევ უფრო ასამაღლებლად საუკეთესოდ იმუშავა.