მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახური სტუმარ-მასპინძლობა

BM.GE
24.07.20 08:31
713
ბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში ეხმარება. მათ შორის კომპანიებისათვის განკუთვნილი სასაჩუქრე პაკეტები ისეთ სერვისებს აერთიანებს, როგორებიცაა ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, რეკლამისა თუ ბიუჯეტის დაგეგმარება, ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება და სხვა. დღეს ეს საჩუქარი თელავის ერთ პატარა ისტორიულ ქუჩაზე მდებარე საოჯახო სასტუმროს შესახებ მომზადებული სალომე ჭიპაშვილის სიუჟეტია.

პოპიაშვილების ოჯახმა სახლის საოჯახო სასტუმროდ გადაკეთებაზე აგდაწყვეტილება 5 წლის წინ მიიღო და მარანში სადეგუსტაციო სივრცეც მოაწყვეს. დღეს ადგილზე ჩასულებს უნიკალური ჯიშის ბიო ღვინოები და მზრუნველი მასპინძები დაგხვდებიან, ორ წელიწადში კიდევ თუ ესტუმრებით საკუთარი ვენახის მოსავლის ღვინოსაც შემოგთავაზებენ და პირველი სტუმრობის ამბებსაც თქვენთან ერთად გაიხსენებენ.